რობინ უილიამსი

რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვეს

cnn.com

ამერიკელი მსახიობი რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. BBC-ის ცნობით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ. ამ ეტაპზე, გამოძიება ვარაუდობს, რომ სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობის შედეგად მიღებული ასფიქსია გახდა, თუმცა, საბოლოო დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსახიობის ახლობლების თქმით, ბოლო დროს უილიამსი მძიმე დეპრესიაში იყო. მსახიობის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მის სახლთან თაყვანისმცემლებს ყვავილები მიაქვთ.

ვილაიმსი ოსკარის ლაურეატი და ოქროს გლობუსის ხუთგზის მფლობელია. 

63 წლის მსახიობი ოსკარის ლაურეატი, რამდენიმე გრემის და ოქროს გლობუსის ხუთგზის მფლობელი იყო. მას შესრულებული აქვს როლები 300-ზე მეტი ფილმში. განსაკუთრებული პოპულარობა უილიამსს მოუტანა ფილმებმა "დილა მშვიდობისა, ვიეტნამო", "მკვდარი პოეტების საზოგადოება", "მისის დაუტფაირი", "ოგასტ რაში" და "ჯუმანჯი". რობინ უილიამსმა ოსკარი მიიღო ფილმში - "ნიჭიერი უილ ჰანტინგი".

კომენტარები