კომპანია IPM-მა ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ მოქალაქეთა (18+) აზრი იკვლია. კვლევის ფარგლებში 1100 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.
"თუ შევაფასებთ პატრულის მიმართ მოსახლეობის ნდობის ცვლილებას ბოლო 3 წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ არის ნდობის დონის კლების დინამიკა, კერძოდ კი, თუ 2012 წელს მოსახლეობის 12% არ ენდობოდა პატრულს, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა 18%-ს მიაღწია", - ნათქვამია კვლევაში.
საქართველოს მოსახლეობა კრიმინალურ მდგომარეობას ქვეყანაში შემდეგნაირად აფასებს: რესპონდენტების 28% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, 51% მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, ხოლო 21%-ის აზრით, სიტუაცია გაუმჯობესდა.
კვლევა ტაბულას კომპანიამ პარტნიორობის ფარგლებში მოაწოდა.
IPM-ის კვლევა