კრიზისი უკრაინაში

დასავლური მედიის ცნობით, რუსულმა კოლონამ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა

http://hosted2.ap.org

უკრაინელი მესაზღვრეები და მებაჟეები წითელი ჯვრისგან ტვირთის დოკუმენტაციის მიღებას ელიან, რის შემდეგაც უკრაინაში რუსეთიდან შემავალი კოლონის შემოწმებას დაიწყებენ. რუსული კოლონა, რომელსაც, მოსკოვის მტკიცებით, აღმოსავლეთ უკრაინაში „ჰუმანიტარული ტვირთი“ მიაქვს, უკრაინის საზღვრიდან ოციოდე კილომეტრის მოშორებით დგას.

სააგენტო როიტერის კორესპონდენტის ცნობით, მან, სატვირთო მანქანების გარდა, კოლონის მახლობლად ჯავშანტექნიკაც შენიშნა, რომელიც გასულ ღამეს უკრაინის საზღვრის მახლობლად  მოძრაობდა.

ბრიტანული გამოცემა გარდიანის ჟურალისტი შონ ვოკერი კი იტყობინება, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან ღამით უკრაინის საზღვარი 20-ზე მეტმა ჯავშანმანქანამ გადაკვეთა. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრაფი - გამოცემის ცნობით, წუხელ, ადგილობრივი დროით 10 საათისთვის, ავტომანქანების კოლონამ, მათ შორის ჯავშანმანქანებმა, უკრაინის ტერიტორია გადაკვეთეს. კიევი აცხადებს, რომ მსგავსი პროვოკაციები ყოველდღე ხდება და წუხანდელი ღამე გამონაკლისი არ არის.

კომენტარები