კრიმინალი

მამრაძის ქუჩაზე, ე.წ მალაკნების ხიდთან მკვლელობა მოხდა

მამრაძის ქუჩაზე, ე.წ მალაკნების ხიდთან მკვლელობა მოხდა. როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათში ეს კრიმინალის მესამე შემთხვევაა, რომელიც მედიით გაშუქდა. კერძოდ, წუხელ გვიან ღამე ლესელიძის ქუჩაზე სამი მამაკაცი დაჭრეს, ხოლო ცოტა ხნის წინ, ვარკეთილის მეტროსთან - ორი მამაკაცი.

კომენტარები