პატიმრის გარდაცვალება

პატიმრის გარდაცვალებაზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების რუსთავის N6 დაწესებულებაში 24 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მსჯავრდებული სავარაუდოდ, მოკლულია. 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თეა პერტაიას განცხადებით კი, გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მისი თქმით, გარდაცვლილი პატიმარი თანასაკნელებმა საპირფარეშოში იპოვეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტროში მსჯავრდებულის სავარაუდო თვითმკვლელობაზე სწორედ თანასაკნელებზე დაყრდნობით საუბრობენ. 

"უკვე ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ველოდებით დასკვნას. თუ გამოიკვეთა ახალი ნიშნები, საქმე გადაკვალიფიცირდება" - აღნიშნა პერტაიამ.

კომენტარები