უკრაინის ლუგანსკის ოლქში ლტოლვილთა კოლონას ცეცხლი გაუსხნეს, თითქმის ყველა, ვინც კოლონაში მოძრაობდა, დაიღუპა. ცნობას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელ ლეონიდ მატუხინზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ინციდენტი კრასნოდონის რაიონის სოფელ ხრიაშჩევატოესთან მოხდა. ბევრი ადამიანი მანქანებში ცოცხლად დაიწვა.
უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრი ლისენკომ დაადასტურა ცნობა ლტოლვილთა შორის დიდი ოდენობით მსხვერპლის შესახებ. თუმცა, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.




