დემონსტრაცია ფერგიუსონში

ფერგიუსონში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გრძელდება

0 კომენტარი
ფოტო: aol.com

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ძალოვნებმა მომიტინგეების ცრემლსადენი გაზით დაშლა სცადეს. ფერგიუსონის პოლიციის კაპიტანმა, რონალდ ჯონსონმა სამართალდამცავების მიერ ძალის გამოყენება მიზანშეწონილად ჩათვალა.

"მომიტინგეები ისროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს. ადგილი ჰქონდა იარაღიდან სროლას, ვანდალიზმს და ძალადობის გამოვლინების სხვა ფაქტებს, რომლებიც არ შეიძლება მიეწეროს სპონტანურ ქმედებას. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი კრიმინალური აქტივობები ხალხისა და ქონების დასაზიანებლად და პროვოკაციის მოსაწყობად", - თქვა ფერგიუსონის პოლიციის კაპიტანმა.

დემონსტრაციის მიმდინარეობისას დაიჭრა სამოქალაქო პირიც. პოლიციამ დააფიქსირა რვა ადამიანი, რომლებიც იარაღს ატარებდნენ. ფერგიუსონის პოლიცია მომიტინგეთა ქმედებებს წინასწარ დაგეგმილი აგრესიის გამოვლინებისა და დაუმორჩილებლობის კვალიფიკაციას აძლევს.

ფერგიუსონში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს თეთრკანიანმა ოფიცერმა რამდენიმე გასროლის შედეგად 18 წლის შავკანიანი შეუიარაღებელი ახალგაზრდა მოკლა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები