საფონდო ბირჟა

Google საფონდო ბირჟაზე პირველადი შეთავაზების გაკეთებიდან 10 წელს აღნიშნავს

highprofilesnews.com

2004 წლის 19 აგვისტოს ტექნოლოგიური გიგანტი Google საფონდო ბირჟაზე პირველად შეთავაზებას აკეთებს, აქციის საწყისი ფასით $85 და საბაზრო კაპიტალიზაციით $23 მილიარდი. 

2014 წლის 19 აგვისტოს კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $400 მილიარდს აღწევს. 

Wall Street Journal-მა Google-ის საფონდო ბირჟაზე ყოფნის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად ფინანსური მონაცემების შედარებითი სია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ 2004 წელთან შედარებით 2014 წელს კომპანიის შემოსავლები $3 მილიარდიდან $67 მილიარდამდე ავიდა. 

გარდა შემოსავლებისა კომპანიას თვიური ვიზიტორების რიცხვიც გაეზარდა 2004 წელს 64 მილიონიდან 2014 წელს 236 მილიონამდე. 

2004 წელს კომპანიის შემოსავლების თითქმის 100% რეკლამიდან შემოდიოდა, 2014 წელს სურათი ძალიან არ შეცვლილა და Google შემოსავლების 90%-ს კვლავ სარეკლამო აქტივობიდან იღებს. 

დღესდღეობით კომპანიაში 50 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული და ერთი აქციის ფასი 587 ამერიკულ დოლარს შეადგენს. 

კომენტარები