მანჩესტერ იუნაიტედი

მარკოს როხო 16 მილიონ ფუნტად იუნაიტედში, ნანი - სპორტინგში

არგენტინის ნაკრებისა და ლისაბონის სპორტინგის მცველი, მარკოს როხო მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურა პორტუგალიურმა კლუბმა, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 16 მილიონ ფუნტს და ლუიშ ნანის მიიღებს, რომელიც გუნდში ერთწლიანი არენდით ითამაშებს.

ანდერ ერერასა და ლუკ შოუს შემდეგ, ამ ზაფხულს როხო იუნაიტედის მესამე ტრანსფერია.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის არგენტინელი სპორტინგში 2013 წელს მოსკოვის სპარტაკიდან გადავიდა, ფეხბურთელის კარიერა კი მშობლიურ ესტუდიანტესში დაიწყო. 

კომენტარები