ოქრიაშვილი სკანდალში

ნასვამი ოქრიაშვილი გუნდელს ეჩხუბა და ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა

sport.be

ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც გენკმა სამი კვირის წინ იყიდა, შაბათს პოლიციამ საკუთარი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავა და მართვის მოწმობა რამდენიმე საათით ჩამოართვა, ამის შესახებ ბელგიური გამოცემა rtl.be იტყობინება.

მსგავსი ინფორმაცია უახლოეს საათებში ერთდროულად რამდენიმე ბელგიურ ინტერნეტგამოცემამ გაავრცელა. როგორც rtl.be-ს ჟურნალისტი წერს, გენკისა და კორტრეიკის მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებმა ავტობუსშივე დაიწყეს დალევა. ოქრიაშვილი, თანაგუნდელებთან - ლომბე მბოიოსთან და ერვე კაგესთან ერთად, ასევე გენკის ფეხბურთელ ანელე ნგკონგკას სახლში მივიდნენ.

ის (ოქრიაშვილი) მასპინძელს ეჩხუბა, შემდეგ კი ბინა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დატოვა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც ფეხბურთელს ავტომობილში ბენზინი გაუთავდა და იძულებული იყო გაჩერებულიყო. პოლიციამ ოქრიაშვილს მართვის მოწმობა ჩამოართვა და იმისათვის, რომ გამოფხიზლებულიყო, რამდენიმე საათით განყოფილებაში გადაიყვანა, წერს rtl.be

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც ანელე, ასევე ოქრიაშვილი კლუბმა უკვე დასაჯა. ჯერჯერობით უცნობია, დაეკისრებათ თუ არა ფეხბურთელებს სპორტული სანქციები.

კომენტარები