ფულადი გზავნილები

ივლისში ფულადი გზავნილების 70%-მდე რუსეთიდან და საბერძნეთიდან შემოვიდა

gmpopcorn.com

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 241 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 0.4%-ით მეტია 2013 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების 67% ორ უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე, რუსეთსა და საბერძნეთზე მოდის. რუსეთიდან შემოსული თანხები სრული მოცულობის 53%-ს შეადგენს. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. 

2014 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მილიონი ლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 4 მილიონი ლარით მეტია. 

 

კომენტარები