სტიქია

ვლადიკავკაზში მდინარე თერგმა ადამიანის ცხედარი გამორიყა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მდინარე თერგმა, რუსეთის მხარეს, ვლადიკავკაზში ცხედარი გამორიყა. რუსთავი ორის ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქეა, რომელიც წუხელ სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ნაპოვნია სტიქიის დროს დაკარგული საქართველოს მოქალაქეც, თუმცა მის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

მეწყრის ჩამოწოლის დროს ისინი გვირაბში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ, ადგილზე მათ გარდა კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა. მათ ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვეს.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დარიალის ხეობაში მეწყერი წელს მეორედ ჩამოწვა. 17 მაისს სტიქიურ უბედურებას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები