ინვესტიციები

პრემიერმა ჩინურ კომპანიებს ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვა შესთავაზა

ბათუმის პორტი
ტაბულა

ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის პროექტის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს და ჩინურ კომპანიებს აღნიშნულ პროექტში ჩართვა შესთავაზა.

პრემიერმა აღნიშნა რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის განვითარებას.

გვერდიგვერდ არსებობდა ორი ცივილიზაცია და მათ შორის სავაჭრო-კულტურული კავშირები აბრეშუმის დიდ გზაზე გადიოდა. საქართველო ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის - თქვა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილმა შეხვედრისას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ ნებისმიერი ახალი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში - განაცხადა პრემიერმა. 

კომენტარები