სავიზო რეჟიმი

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა

საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ  უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, დღეს დამტკიცდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. აღნიშნული ქვეყნების რაოდენობა 94-ს შეადგენს. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამდე კი, უვიზო რეჟიმით 118 ქვეყანა სარგებლობდა. იმ 94 ქვეყანას შორის, რომლებიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ, ტაბატაძის ინფორმაციით, არიან NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აგრეთვე მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის. 

ამასთან, იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთანაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს, ქვეყანაში დარჩენა 90 დღით შეეძლებათ, ნაცვლად ადრე განსაზღვრული 360 დღისა.

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. 
ცვლილებების მიღებამდე, 118 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოში 360 დღით უვიზოდ ყოფნა შეეძლოთ.

აქამდე არსებული კანონის თანახმად, ქართული ვიზების აღება შესაძლებელი იყო ქვეყანაში შემოსვლისას - საზღვარზე, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. ახლა კი, ვიზების აღება მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იქნება შესაძლებელი. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ვიზა მხოლოდ "განსაკუთრებულ შემთხვევებში" გაიცემა, რასაც მთავრობა დაადგენს.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მოკლევადიანი მიზნებისათვის:

1          ავსტრალიის თანამეგობრობა

2          ავსტრიის რესპუბლიკა

3          აზერბაიჯანის რესპუბლიკა

4          ალბანეთის რესპუბლიკა

5          ამერიკის შეერთებული შტატები

6          ანდორის სამთავრო

7          ანტიგუა და ბარბუდა

8          არაბთა გაერთიანებული საამიროები

9          არგენტინის რესპუბლიკა

10        ახალი ზელანდია

11        ბარბადოსი

12        ბაჰრეინის სამეფო

13        ბაჰამის თანამეგობრობა

14        ბელარუსის რესპუბლიკა

15        ბელგიის სამეფო

16        ბელიზი

17        ბოსნია და ჰერცეგოვინა

18        ბოტსვანის რესპუბლიკა

19        ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა

20        ბრუნეი-დარუსალამი

21        ბულგარეთის რესპუბლიკა

22        გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

23        დანიის სამეფო

24        დანიის სამეფოს ტერიტორიები - ფარერის კუნძულები და გრენლანდია

25        დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

26        დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები - ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი;

27        დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები - ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი

28        დომინიკის რესპუბლიკა

29        ელ-სალვადორი

30        ეკვადორის რესპუბლიკა

31        ესპანეთის სამეფო

32        ესტონეთის რესპუბლიკა

33        თურქეთის რესპუბლიკა

34        თურქმენეთი

35        იაპონია

36        ირლანდიის რესპუბლიკა

37        ისლანდია

38        ისრაელის სახელმწიფო

39        იტალიის რესპუბლიკა

40        კანადა

41        კატარის სახელმწიფო

42        კვიპროსის რესპუბლიკა

43        კოლუმბიის რესპუბლიკა

44        კორეის რესპუბლიკა

45        კოსტა-რიკის რესპუბლიკა

46        ლატვიის რესპუბლიკა

47        ლიტვის რესპუბლიკა

48        ლიბანის რესპუბლიკა

49        ლიხტენშტაინის სამთავრო

50        ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

51        მავრიკის რესპუბლიკა

52        მალაიზია

53        მალტის რესპუბლიკა

54        მექსიკის შეერთებული შტატები

55        მონაკოს სამთავრო

56        მოლდოვის რესპუბლიკა

57        მონტენეგრო

58        ნიდერლანდების სამეფო

59        ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები - არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები

60        ნორვეგიის სამეფო

61        ომანის სასულთნო

62        პანამის რესპუბლიკა

63        პოლონეთის რესპუბლიკა

64        პორტუგალიის რესპუბლიკა

65        რუმინეთი

66        რუსეთის ფედერაცია

67        საბერძნეთის რესპუბლიკა

68        სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

69        სან-მარინოს რესპუბლიკა

70        საუდის არაბეთის სამეფო

71        საფრანგეთის რესპუბლიკა

72        საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები - საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია

73        სეიშელის კუნძულები

74        სენტ-ვისენტი და გრენადინები

75        სერბეთის რესპუბლიკა

76        სინგაპურის რესპუბლიკა

77        სლოვაკეთის რესპუბლიკა

78        სლოვენიის რესპუბლიკა

79        სომხეთის რესპუბლიკა

80        ტაილანდის სამეფო

81        ტაჯიკეთის რესპუბლიკა

82        უზბეკეთის რესპუბლიკა

83        უკრაინა

84        უნგრეთი

85        ფინეთის რესპუბლიკა

86        ქუვეითის სახელმწიფო

87        ყირგიზეთის რესპუბლიკა

88        ყაზახეთის რესპუბლიკა

89        შვედეთის სამეფო

90        შვეიცარიის კონფედერაცია

91        ჩეხეთის რესპუბლიკა

92        წმინდა საყდარი

93        ხორვატიის რესპუბლიკა

94        ჰონდურასის რესპუბლიკა.

კომენტარები