NDI-ის კვლევა

NDI: აპრილთან შედარებით, საქართველოს პატრიარქი 5%-ით ნაკლებს მოსწონს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მოწონების რეიტინგმა 5%-ით დაიკლო. კითხვაზე, "მოგწონთ თუ არ მოგწონთ?", გამოკითხულთა 91% პასუხობს დადებითად, მაშინ როცა აპრილში საქართველოს პატრიარქი კვლევაში მონაწილეთა 96%-ს მოსწონდა.

ბოლო გამოკითხვის შედეგებით, ილია მეორე NDI-ის რესპონდენტთა 2%-ს არ მოსწონს, 4%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ხოლო 4% პასუხზე უარს ამბობს.

რაც შეეხება აპრილის გამოკითხვას, მაშინ საქართველოს პატრიარქი კვლევაში მონაწილეთა 1%-ს არ მოსწონდა, 2%-ს არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებდა.

კომენტარები