NDI-ის კვლევა

NDI: აპრილის კვლევასთან შედარებით, პოლიციის საქმიანობის მოწონებამ 11%-ით დაიკლო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს პოლიციის საქმიანობის მოწონებამ 11%-ით დაიკლო.

2014 წლის აგვისტოს კვლევის მიხედვით, პოლიციის საქმიანობას 40% დადებითად აფასებს. 45% საშუალოდ, ხოლო 6% უკმაყოფილი ან ძალიან უკმაყოფილოა მისი მუშაობით.

აპრილში, ანალოგიურ კვლევაში პოლიციის საქმიანობას 51% კარგად ან ძალიან კარგად აფასებდა. 37% საშუალოდ, ხოლო 6% მისი საქმიანობით უკმაყოფილო იყო.

კომენტარები