ევრობასკეტი 2015

დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პორტუგალიას უმასპინძლებს

http://www.gbf.ge/

დღეს, 27 აგვისტოს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიას უმასპინძლებს.

პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომავალ წელს უკრაინაში გასამართ ევრობასკეტზე მოხვდება.

ეროვნულ ნაკრებს გასული ტურის საუკეთესო მოთამაშე, თორნიკე შენგელია ვერ დაეხმარება. უნგრეთთან თამაშის გმირმა, მატჩის ბოლოს ფეხი იტკინა და პორტუგალიასთან არ იქნება.

აქამდე საქართველო და პორტუგალია ოფიციალურ მატჩებში 4-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ოთხივე შემთხვევაში საქართველომ გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჯგუფს 4 მოგებით და 2 წაგებით ჩეხეთი ლიდერობს, რომელიც ბოლო მატჩს უნგრეთში (3 მოგება 2 წაგება) გამართავს. საქართველოს ნაკრებს 3 მოგება და 2 წაგება აქვს და ურთიერთშეხვედრების ხარჯზე უნგრეთს უსწრებს. პორტუგალია ხუთიდან ხუთი წაგებით ცხრილის ფსკერზეა.

საქართველო - პორტუგალია სპორტის სასახლეში, 19 საათზე დაიწყება.

კომენტარები