ომი უკრაინაში

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში შექმნილ ვითარებას შაბათს განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში შექმნილი სიტუაციის განსახილველად შაბათს შეიკრიბებიან. ბრიუსელში აცხადებენ, რომ შექმნილი მდგომარეობა შემაშფოთებელია.

"რასაკვირველია, უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ცნობებით, რომელსაც უკრაინიდან ვიღებთ. კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საზღვართან  ნებისმიერი ფორმით საბრძოლო მოქმედებები. ბუნებრივია, ეს მოიცავს იარაღის, ტექნიკისა და სამხედროების ნაკადს რუსეთიდან უკრაინაში. ჩვენ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის პოვნის აუცილებლობას" - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა მაია კოასიანჩიჩმა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები შეიჭრნენ. კიევი დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, პეტრო პოროშენკომ თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

კომენტარები