კრიმინალი

ადიგენში სამი მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს, ხოლო ერთი - დაჭრეს

ადიგენში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ხოლო ერთი დაჭრეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა სანადირო თოფით მოკლა სამი ადამიანი, ხოლო ერთი დაჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას ხვალ დილით, 09:30-ზე გაავრცელებს.

კომენტარები