მუსლიმთა საბჭო

პრეზიდენტმა ალაჰშუქურ ფაშაზადე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სრულიად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე და ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშაზადე მიიღო. ქვეყნის პირველმა პირმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, "გიორგი მარგველაშვილმა მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და სხვადასხვა კონფესიის მშვიდობიანი თანაარსებობის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის პრინციპების ხელშეწყობისათვის".

პრეზიდენტთან შეხვედრას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მილი მეჯლისის წევრებიც დაესწრნენ. 

მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს დღეს ეწვია.

კომენტარები