ომი უკრაინაში

პუტინი: შეგახსენებთ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის მქონე მოწინავე სახელმწიფოა

ვლადიმირ პუტინი
Time

ყველაფერს, რასაც აშშ ეხება, ერაყად და ლიბიად იქცევა - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლის მიერ დასპონსორებულ ახალგაზრდულ ბანაკში სტუმრობისას განაცხადა.

პუტინმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ რუსეთი მოწინავე ბირთვული სახელმწიფოა და მასთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებაზე არავინ იფიქროს.

”მადლობა ღმერთს, რომ არავინ ფიქრობს რუსეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებას. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის მქონე ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ეს უბრალოდ სიტყვები არაა, ეს რეალობაა. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ბირთვულ შემტევ და შემაკავებელ ძალებს. ჩვენ ვზრდით ჩვენს პოტენციალს და ასევე გავაგრძელებთ.” - განაცხადა პუტინმა.”

მისი განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას არ აპირებს და აფრთხილებს მსოფლიოს, რომ რუსეთთან საქმის დაჭერა სახიფათოა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით რუსეთის წინააღმდეგ გამოჩენილი აგრესიის მოსაგერიებლად. ჩვენმა პარტნიორებმა, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდნენ მათი სახელმწიფოები, რა საგარეო პოლიტიკის კონცეფციასაც არ უნდა ემხრობოდნენ, უნდა გაიგონ, რომ უმჯობესია, ჩვენთან საქმე არ დაიჭირონ. ვფიქრობ, დღესდღეობით თავში აზრად არავის მოსდის რუსეთთან კონფლიქტის წარმოება" - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა აშშ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სადაც ვაშინგტონი ერევა, ყველაფერი ცუდად მთავრდება.

”გახსოვთ ხუმრობა: რაც არ უნდა გააკეთონ რუსებმა ბოლოს ყველაფერი მაინც კალაშნიკოვი გამოდის? მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რასაც ამერიკელები ეხებიან ყველაფერი ლიბიად და ერაყად იქცევა” - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე გაეროც გააკრიტიკა და მას აშშ-ის ინტერესების გამტარი უწოდა.

”გაერო თავის მიზანს დაკარგავს თუ ის მხოლოდ ერთი ქვეყნის, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესების გამტანი იქნება. ამ შემთხვევაში მისი არსებობა საჭირო აღარ იქნება” - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის განცხადებით, ოფიციალური კიევის მოქმედებები ძალიან გავს მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის ნაბიჯებს.

”სამწუხაროა, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მეორე მსოფლიო ომს მახსენებს. როდესაც ნაცისტური გერმანიის ჯარებმა ჩვენი ქალაქები ალყაში მოაქციეს და პირდაპირ გაუხსნენ ცეცხლი მის მოქალაქეებს” - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი ყირიმის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მან მხოლოდ თავისუფალი ხალხის ნებას სცა პატივი და ანექსიას ადგილი არ ჰქონია.

”ჩვენ ყირიმის ანექსია არ მოგვიწყვია. ჩვენ ყირიმი არავისთვის წაგვირთმევია. ჩვენ მივეცით ხალხს საშუალება გამოეთქვათ აზრი და მიეღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ. ჩვენ ისინი დავიცავით... ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ყირიმში ცხოვრობენ. როცა ვუყურებთ მოვლენებს, რომლებიც დონბასსი, ლუგანსკში, ოდესაში ვითარდება, ნათელია ხდება ის სიუჟეტი რომელიც ყირიმში განვითარდებოდა, რომ არა ჩვენს მიერ გადადგმული სწრაფი ნაბიჯები” - განაცხადა კრემლის ლიდერმა.

კომენტარები