ომი უკრაინაში

ევროკავშირი რუსეთს ერთ კვირას აძლევს და ახალი სანქციებით ემუქრება

ევროკავშირი რუსეთს ერთ კვირას აძლევს, რათა უკრაინაში კურსი შეცვალოს წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი სანქციებით ემუქრება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპუის განცხადებით ევროკავშირი შემდგომ მკაცრ ნაბიჯებზე მუშაობს. ასევე ევროპის საბჭო ევროკომისიას თხოვნით მიმართავს წინადადება შეიმუშავოს, რომელიც მათ უფლებას მისცემს სანქციები დაეკისროს ყველა იმ ფიზიკურ და იურიდულ პირს, რომელებიც დონბასში სეპარატისტებთან თანამშრომლობენ.

რუსეთი კვლავაც უარყოს დასავლეთის ბრალდებას, რომ მათ უკანონოდ გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი და იქ სეპარატისტებს ეხმარებიან. პრო-რუსულმა აჯანყებულებმა ბოლო დღეებში დონეცკსა და ლუგანსკში უკრაინის არმიას სერიოზული დარტყმა მიაყენეს. შეტაკებების შედეგად 2 600 ადამიანზე მეტი დაიღუპა.

დასავლეთის ლიდერების განცხადებით უკვე აშკარაა, რომ უკრაინაში რუსეთის რეგულარული ჯარი მოქმედებს. მათი განცხადებით დასაკარგი დრო აღარაა და სწრაფად უნდა იმოქმედონ.

”სანამდე უნდა მივცეთ სიტუაციას გამწვავების უფლება, სანამ ომი არ დაიწყება ? ომის რისკი არსებობს დღეს და დასაკარგი დრო აღარ არის” - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით კი თუ ოფიციალური მოსკოვი არჩეულ კურს არ შეცვლის, ახალი სანქციები ძალაში შევა და დასძინა, რომ სამხედრო მოქმედებები კონფლიქტს ვერ მოაგვარებს.

აშშ მიესალმება ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას.

”ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც მათ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოავლინეს და მომავალი სანქციებისათვის ემზადებიან” - განაცხადა უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის წარმომადგენელმა ქეითლინ ჰეიდენმა.

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ კი განაცხადა, რო რუსეთი ფაქტობრივად მთელს ევროპას ებრძვის.

”ჩვენ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, იქ უნდა გავგზავნოთ სამხედრო დახმარება, რათა კიევმა თავდაცვა შეძლოს. დღეს უკრაინას ომი აქვს მთელი ევროპის სახელით” - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

კომენტარები