პოლცია

პოლიციელი ადასტურებს, რომ მესტიის პოლიციის უფროსმა თანამშრომელი ცემა

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

მესტიის პოლიციის უფროსმა სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ პოლიციელი ცემეს. მესტიის პოლიციის თანამშრომელმა  ზვიად ჭანტურიამ ტაბულას განუცხადა, რომ ინციდენტს პოლიციის შენობაში იგი პირადად შეესწრო.  მისი თქმით, პოლიციის უფროსმა გიორგი სამარღანიშვილმა და მისმა მოადგილემ ამავე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი რომან ყორშია ცემეს.

ჭანტურიას თქმით,  „რაღაც ხმაური იყო პირველ სართულზე, რომ ჩავედი... იქ  იყვნენ თანამშრომლები, უფროსი და მისი მოადგილე, ერთ-ერთ თანამშრომელს ხელი დაარტყეს, წაიქცა... ის იატაკზე იწვა და პირიდან სისხლი მოსდიოდა“.

ჭანტურია ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომელს განყოფილების უფროსი გიორგი სამარღანიშვილი და მისი მოადგილე გაუსწორდნენ.

მისი თქმით, ინციდენტის მიზეზი მისთვის უცნობია. ჭანტურია ამბობს, რომ  ყორშია საავადმყოფოში  იმყოფება, მიღებული დაზიანებების გამო მას პირის ღრუს ამოკერვა დასჭირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ტაბულას ინფორმაციით, დაშავებულ პოლიციელთან საავადმყოფოში პოლიციის უფროსის მოადგილე ჯაფარიძე მივიდა და მომხდარის გამხელისთვის ანგარიშსწორებით ემუქრება. 

კომენტარები