ომი უკრაინაში

სენატორები მენენდესი და მაკკეინი ობამას უკრაინის შეიარაღებისკენ მოუწოდებენ

რობერტ მენენდესი
wikipedia.org

აშშ-ის სენატორები პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებენ, შეაიარაღონ უკრაინა იმისთვის, რომ მათ შეძლონ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რობერტ მენენდესმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს აგრესიისთვის უნდა მიეზღოს.

CNN-თან ინტერვიუში, დემოკრატმა სენატორმა მენენდესმა განაცხადა: „ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას თავდაცვის საშუალებები, რომლის წყალობითაც პუტინი გადაიხდის ფასს მომავალი აგრესიისთვის". მისი თქმით, საუბარი აღარ არის სეპარატისტების აჯანყებაზე, ეს რუსეთის პირდაპირი შეჭრაა და „ჩვენ ეს უნდა გავიგოთ".

მისი თქმით, სავსებით შესაძლებელია, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი „იდოს პრეზიდენტ ობამას მაგიდაზე".

სენატორმა მაკკეინმა კი CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინი КГБ-ს ყოფილი პოლკოვნიკია, რომელსაც სურს რუსეთის იმპერიის აღდგენა. მაკკეინმა ობამას მოუწოდა, დაადოს რუსეთს მკაცრი სანქციები და დაამატა: „მიეცით მათ იარაღი, რომელიც სჭირდებათ. მიეცით მათ აუცილებელი საშუალებები. მიეცით მათ საშუალება, იბრძოლონ".

კომენტარები