საჯარო უწყებები

საჯარო მოხელეთა ნაწილისთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება

radiotavisupleba.ge

საჯარო უწყებების თანამშრომელთა ნაწილისთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის ინფორმაციით, საჯარო მოხელეები, რომლებსაც სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავთ, მუშაობას 09:00 საათის ნაცვლად 09:30 საათზე დაიწყებენ.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, საჯარო უწყებებში სამუშაო დრო 09:00 საათიდან იწყება. მთავრობის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეებთა დიდ ნაწილს ჰყავს სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები და ამ ბავშვების სკოლებში ან საბავშვო ბაღებში მიყვანა და დატოვება ბუნებრივად გამოიწვევს მათ მიერ ახალი სამუშაო გრაფიკის დარღვევას. ამიტომ, შიდა რეგულაციების საფუძველზე, მოხდა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელთა აღრიცხვა და, შესაბამისად, მათთვის სამუშაო დღე 09:30 საათზე დაიწყება", - თქვა კობახიძემ.

კომენტარები