ბიომეტრიული პასპორტი

დამატებითი ბიომეტრიული პასპორტი ამიერიდან ერთწლიანი იქნება

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დამატებითი ბიომეტრიული პასპორტი ამიერიდან ათწლიანის ნაცვლად, ერთწლიანი იქნება. მინისტრის განმარტებით, როდესაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან გახსნის საზღვარს, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ იქ მიმავალი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ აღჭურვილი მხოლოდ ერთი დოკუმენტით და ეს ერთი დოკუმენტი უნდა იყოს გაუყალბებელი და უსაფრთხო.

"სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმები, რომ ჩვენ შეგვეძლება, ავიღოთ მეორე პასპორტი, თუკი ერთი პასპორტი ერთ საკონსულოშია ვიზის მისაღებად და ამ დროს დაგვჭირდება მეორე პასპორტი მეორე საკონსულოში ვიზის მისაღებად. მაგრამ ის მეორე დამატებითი პასპორტი იქნება ნაკლებვადიანი, რაც არის აბსოლუტურად შესაბამისი ევროკავშირის შენგენის წესებთან", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები