რეზოლუცია უკრაინაში

პარლამენტში უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღეს

პარლამენტში უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. ტექსტში ნათქვამია, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორების მონაცემებით, რუსეთი მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ დაუფარავ აგრესიას ახორციელებს.

აქედან გამომდინარე, პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს და მოუწოდებს რუსეთის ფერედაციას, უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრის მცდელობაზე.

მმართველ გუნდში თვლიან, რომ რეზოლუციის პროექტი უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას ადეკვატურად ასახავს. ნაციონალურმა მოძრაობამ დოკუმენტში რუსეთის მიმართ უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა და მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენლ რეზოლუციის ტექსტს მხარი არ დაუჭირა.

 

კომენტარები