Ice bucket challenge

ბელარუსში ახალგაზრდა Ice Bucket Challenge-ში მონაწილეობის გამო დააჯარიმეს

ბელარუსი სკოლის მოსწავლე დიმიტრი დაინეკო პოლიციაში Ice Bucket challenge-ში ქვეყნის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოწვევის გამო დაიბარეს. ვიდეომ, რომელიც მან YouTube-ზე ატვირთა, სამართალდამცავების ინტერესი გამოიწვია, რის შემდეგაც ის ქალაქ ბერეზინოს პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს

დაინეკოს თქმით, განყოფილებაში მას გამოჰკითხეს, თუ რატომ გადაწყვიტა ამ აქციაში მონაწილეობის მიღება და რამ უბიძგა ქვეყნის პრეზიდენტი გამოეწვია. ჰკითხეს, თუ იცნობდა სამ სხვა ახალგაზრდას, რომლებიც აქციაში მონაწილეობის გამო დააჯარიმეს. ჯარიმა მასაც დააკისრეს და მოსთხოვეს, ვიდეო ინტერნეტიდან წაეშალა, რადგან ის პრეზიდენტის ღირსებას ლახავდა. დაინეკოს თქმით, მას არავის შეურაცხყოფა არ უფიქრია.

Ice Bucket challenge-ით მსოფლიოში უკვე $80 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარი შეგროვდა.  

კომენტარები