საერთაშორისო კრიმინალი

ესტონელი უშიშროების ოფიცერი იარაღის მუქარით მოიტაცეს და რუსეთში გადაიყვანეს

ესტონეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი
skyscrapercity.com

ესტონეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, ესტონელი უშიშროების ოფიცერი რუსეთის საზღვართან ოპერაციის მიმდინარეობისას იარაღის მუქარით მოიტაცეს და რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა თქვა, რომ ტალინი მოსკოვს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ შეატყობინა.

ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მივიღებთ ყველა საჭირო ხელშეწყობას იმისათვის რომ ესტონეთის მოქალაქე საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდეს - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი პაეტი. 

უშიშროების ოფიცერი მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის ესტონეთის საზღვრის არაკანონიერად გადაკვეთის აღმკვეთ ოპერაციაში იყო ჩართული.

კომენტარები