რუსეთის წინააღმდეგ სანქციები

მედვედევი: შესაძლოა რუსეთის საჰაერო სივრცე თვითმფრინავებისთვის დაიხუროს

0 კომენტარი

მოსკოვი ნებისმიერ ახალ დასავლურ სანქციას „ასიმეტრიულად“ უპასუხებსმ რაც, შესაძლოა, თვითმფრინავებისთვის რუსული საჰაერო სივრცის დახურვაში გამოიხატოს, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა.

“თუ იქნება ენერგეტიკასთან დაკავშირებული სანქციები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს ჩვენს ფინანსურ სექტორს, ჩვენ მოგვიწევს ვუპასუხოთ ასიმეტრიულად. მაგალითად, დავაწესოთ შეზღუდვები სატრანსპორტო სფეროში“, - განაცხადა პრემიერმა ყოველდღიურ გაზეთ “Ведомости”-სთან ინტერვიუში.

მედვედევის განცხადებით, რუსეთის საჰაერო სივრცე იმიტომ არის ღია ფრენებისთვის, რომ ქვეყანას მეგობრული დამოკიდებულება აქვს პარტნიორებთან. თუმცა, მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს.

„თუ დასავლელი გადამზიდავები ვერ იფრენენ ჩვენს საჰაერო სივრცეში, ეს ბევრ ისეთ ავიაკომპანიას გააკოტრებს, რომლებიც ისედაც გადარჩენის ზღვარზე არიან... ვისურვებდი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა რაღაც მომენტში ეს გააცნობიერონ“, - განაცხადა მედვედევმა.

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები ძალაში ორშაბათიდან უნდა შევიდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები