ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპი

მარტინ ო'ნილი: ისე ჩანდა, თითქოს საქართველო ფრითაც კმაყოფილი იქნებოდა

საქართველოსა და ირლანდიის 7 სექტემბრის შეხვედრას (1:2) გამოეხმაურა UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი. საიტი ირლანდიელთა მთავარი მწვრთნელის, მარტინ ო'ნილის კომენტარს ავრცელებს. სპეციალისტის თქმით, ის კმაყოფილია ეიდენ მაკგიდის თამაშით და თვლის, რომ ქართველებს უკეთ თამაში შეუძლიათ.

"ეიდენ მაკგიდი ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. მან დღეს ორჯერ გაიტანა და ქების ღირსია. ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში ვაკონტროლებდით. შეიძლებოდა დავმარცხებულიყავით, როდესაც მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ამას თავი დავაღწიეთ.

გულწრფელად გითხრათ, მეორე გოლის გასატანად ბევრი არაფერი გაგვიკეთებია. საქართველოს არ უჩვენებია მისი ყველა ღირსება - მათ უკეთ თამაში შეუძლიათ. ოდნავ გაკვირვებული ვიყავი, რადგან ისე ჩანდა, თითქოს საქართველო ფრითაც კმაყოფილი იქნებოდა. ალბათ მოცემულ მომენტში ისინი კარგ ფორმაში არ არიან. ვიცი, მათ უკეთ თამაში შეუძლიათ", - განაცხადა მარტინ ო'ნილმა.

კომენტარები