აღმოჩენა

არგენტინაში მსოფლიოში ყველაზე დიდი დინოზავრის ჩონჩხი აღმოაჩინეს

დრედნოტის ფოტორობოტი
ემილი მ. / National Geographic

პალეონტოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა არგენტინაში ახალი სახეობის დინოზავრი აღმოაჩინა, რომელიც მეცნიერებისათვის ცნობილ დინოზავრის ყოველ სხვა სახეობას ზომითა და მასით აღემატება.

დინოზავრის ეს სახეობა ზაუროპადების ოჯახის წარმომადგენელია. მას ჯერჯერობით დრედნოტს უწოდებენ, თუმცა შესაძლოა მომავალში მისი სახელწოდება შეიცვალოს.

დრედნოტი სიგრძით დაახლოებით 40 მეტრი იყო, მისი სიმაღლე 20 მეტრს შეადგენდა, ხოლო მასით კი 75 ტონას აღემატებოდა. დრედნოტი სავარაუდოდ 90-97 მილიონი წლის წინ ცარცულ ეპოქაში ცხოვრობდა.

პალეონტოლოგებს დრედნოტის 400-ზე მეტი ძვალი აქვთ ნაპოვნი, რაც საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს. დრედნოტი კიდევ სხვა რამითაც გამოირჩევა მეცნიერებმა ზოგიერთი რთულად მისადგომი ძვალი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით მიწაში ხელუხლებლად დატოვეს და მათი მოდელირება 3D ლაზერით მოახდინეს.

დრედნოტის ყოველი ძვალი სრულად არის დასკანერებული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი შემცირებული მოდელის საკუთარ 3D პრინტერზე ამობეჭდვა.
დრედნოტი მასით მხოლოდ ლურჯ ვეშაპს ჩამორჩება, რომლის წონაც საშუალოდ 170 ტონას შეადგენს.

კომენტარები