ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო

ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ბრიტანელ მძევალს მოკვეთეს თავი

ბრიტანელი დევიდ ჰეინესი
Screenshot / Youtube

ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა კიდევ ერთ ადამიანს მოკვეთეს თავი. 

ამჯერად ტერორისტების მსხვერპლი ბრიტანელი დევიდ ჰეინესი გახდა. ჰეინესი განვითარების ხელშემწყობ ორგანიზაციაში მუშაობდა. 

ტერორისტებმა სოციალურ ქსელში თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს, სადაც ბრიტანელი ჟურნალისტი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, დევიდ ქემერონს მიმართავს და ამბობს რომ მის სიკვდილში დამნაშავე პრემიერმინისტრია. 

"თქვენ საკუთარი სურვილით შეუერთდით ისლამური სახელმწიფოს საწინააღმდეგო კოალიციას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ისევე როგორც თქვენმა წინამორბედი, ტონი ბლერი. თქვენ მიჰყევით ტენდენციას ბრიტანელი პრემიერმინისტრებისა, რომელთაც არ ჰყოფნით გამბედაობა უარი უთხრან ამერიკელებს. სამწუხაროდ, ჩვენ, ბრიტანულ საზოგადოებას გვიწევს პარლამენტის ეგოისტური გადაწყვეტილებების შედეგებზე პასუხისგება" - მიმართავს ქემერონს დევიდ ჰეინესი. 

ჰეინესის თავის მოკვეთაზე საკუთარი twitter-ის გვერდზე პრემიერმინისტრმა ქემერონმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ დევიდ ჰეინესის მკვლელობა აბსოლუტური ბოროტების აქტია და რომ ის უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიჭიროთ ეს მკვლელები და ვაგებინოთ პასუხი მართლმსაჯულების წინაშე; რამდენი დროც არ უნდა დაგვჭირდეს - წერს ქემერონი. 

დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახური და საგარეო უწყება უკვე მუშაობენ გავრცელებული ვიდეოს სინამდვილის დადგენაზე. 

კომენტარები