მედიკამენტებზე კონტროლი

დამატებით 781 მედიკამენტი დღეიდან ურეცეპტოდ გაიცემა

REUTERS

დღეიდან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს 781 მედიკამენტი დაემატა.

რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით მაჭარაშვილის თქმით, აღნიშნული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება ნაკლებად საფრთხის შემცველია.

"გასულ კვირას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთდა განცხადება ფარმაცევტული პროდუქტის რეკლასიფიკაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, მეორე ჯგუფიდან მესამე ჯგუფში 700-ზე მეტი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის გადანაცვლებასთან დაკავშირებით. დღეს მოეწერა ბრძანებას ხელი და შესაბამისად ურეცეპტოდ გასაყიდ მედიკამენტთა სიას 781 დასახელების მედიკამენტი დაემატა. ამ ფარმაცევტულ პროდუქტებს მიეკუთვნება ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიც არის ანალგინის, ბარალგინის საინექციო ფორმები, ნოშპის საინექციო ფორმა, არასტერილური ანთების სამკურნალო საშუალებების საინექციო ფორმები, გარეგანი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებები, თვალისა და გულის წვეთები და ისეთი სამკურნალო საშუალებები, რომლის სარგებლისა და რისკის შედარების შედეგად სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო მომხმარებლის ხელმისაწვდომობა სამკურნალო საშუალებებზე", - თქვა მაჭარაშვილმა.

ამ დროისთვის რეცეპტით 5 307 დასახელების მედიკამენტი გაიცემა, ხოლო ურეცეპტოდ - 4 234.

კომენტარები