კრიმინალი

რუსთავში, საჯარიმო სადგომზე, ავტომობილები გაქურდეს

რუსთავში, შპს 600-ის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარიმო სადგომზე, ავტომობილები გაქურდეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს.

სააგენტო ექსპრესნიუსის ცნობით, საჯარიმოზე საბურავები, დისკები და სხვა ნაწილები 15-მდე ავტომობილს მოხსნეს. თუმცა, ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ ავტომანქანების ზუსტ რაოდენობას გაარკვევენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აგვისტოს თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველა ტიპის დანაშაული შემცირებულია, მათ შორის, 19.55%-ით არის შემცირებული დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ. 

კომენტარები