კრიზისი უკრაინაში

უკრაინაში მოხალისეობრივი საზღვაო ქვეითთა ბატალიონი „შავი ზღვა“ შეიქმნება

უკრაინის სამხრეთით მოხალისეობრივი ქვეითთა ბატალიონი „შავი ზღვა“ შეიქმნება, რომლის მიზანიც ოდესის, ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქების სანაპიროების გაძლიერებული თავდაცვა იქნება. ბატალიონი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებში სპეცდანაყოფის სახით იმოქმედებს.

თითოეულ ჩამოთვლილ ოლქში სპეციალურად გაწვრთნილი სამხედრო-საზღვაო ქვეითთა დანაყოფი განლაგდება, რომელსაც ერთმანეთის გამაგრება ან ჩანაცვლება შეეძლება.

კომენტარები