ლიტვა

რუსეთმა ლიტვური თევზსაჭერი გემი დააკავა

delfi.lt

რუსეთმა ლიტვური თევზსაჭერი გემი დააკავა. ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ცნობთ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ლინას ლინკიავიჩუსის თქმთ, გემი სახელად „იუროს ვილკასი" რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლის საბაბით დააკავეს, თუმცა ის დაკავების მომენტში ნეიტრალურ წყლებში იმყოფებოდა.

გემზე ეკიპაჟის 28 წევრი იმყოფება, მათ შორის სამი ლიტვის მოქალაქეა. ლინკიავიჩუსის განცხადებით, მან ლიტვაში რუსეთის ელჩი განმარტებებისთვის დაიბარა და მოსკოვს შესაბამისი საპროტესტო ნოტით მიმართავს.

ეს არ არის პირველი ინციდენტი ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთისა და ბალტიის ქვეყნების საზღვრებზე. 5 სექტემბერს ესტონეთ-რუსეთს საზღვარზე რუსმა ძალოვნებმა ესტონეთის სპეცსამსახურების ოფიცერი ესტონ კოჰვერი დააკავეს. მას რუსეთში ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

8 სექტემბერს კი ლიტვის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პროკურატურისგან მიიღო მოთხოვნა ლიტვის იმ მოქალაქეთა სამართლებრივ დევნაში დახმარების შესახებ, რომლებმაც 1990 წელს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს თავი აარიდეს.

კომენტარები