ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბას" 2014 წლის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
პოეტურ ნაწილში - ლია ლიქოკელი, დევის ცოლის სიცილი (გამომცემლობა საუნჯე)
პროზაული ნაწილი - Toresa Mossy, სიბრძნე სიცრუისა (პალიტრა L);
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
თამაზ კვაჭანტირაძე, განსჯანი (ილიელი);
საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა
გოგი გვახარია, ცრემლიანი სათვალე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
საუკეთესო თარგმანი
გიორგი გოკიელი - ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა);
საუკეთესო პიესა
დავით გაბუნია, პიესები (დიოგენე);
საუკეთესო პროზაული კრებული
არჩილ ქიქოძე, ჩიტის და კაცის ამბავი (სიესტა);
საუკეთესო პოეტური კრებული
ეკა ქევანიშვილი, სახლის გაყიდვა (საუნჯე);
საუკეთესო რომანი
ზვიად კვარაცხელია, ფორმა N100 (ინტელექტი);
ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
დონალდ რეიფილდი, ოთარ ჭილაძის "აველუმი" (ინგლისური თარგმანი);
პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
დავით წერედიანი;
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა“ 2003 წელს დაფუძნდა თიბისი ბანკის, პენ-ცენტრისა და ტელეკომპანია "რუსთავი-2-ის” მიერ. პრემია გასული ერთი წლის ლიტერატურულ პროცესებს აფასებს და წლის საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ავლენს.