სოხუმის დაცემის დღე

მარგველაშვილი: მომავალი იქნება შერიგების, სოხუმში დაბრუნების

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის პრესსამსახური

"დღეს არის დღე, რომელიც სოხუმის დაცემით დამთავრდა. მომავალი იქნება ჩვენი იქ დაბრუნება, შერიგების შედეგად. 27 სექტემბერი იყო ომის დასასრული, მომავალი იქნება შერიგების, სოხუმში დაბრუნების" - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სოხუმის დაცემიდან დღეს 21 წელი შესრულდა. დაუზუსტებელი მონაცემებით აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო აფხაზეთიდან დევნილთა რიცხვი 300 000-ია. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.

კომენტარები