კრიმინალი

ახმეტაში ახალგაზრდა ქალი გულის არეში დაჭრეს

დღეს ახმეტის რაიონში ახალგაზრდა ქალი გულის არეში დაჭრეს. ტაბულას ინფორმაციით, იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭრის ფაქტს ადასტურებენ. როგორც უწყებაში ტაბულას აცნობეს, ახმეტის რაიონის პოლიციამ ეჭვმიტანილი, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, ცხელ კვალზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

კომენტარები