საქართველო-ყირგიზეთი

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტისას ყირგიზ კოლეგას შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტისას ყირგიზ კოლეგას შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა და ალმაზბეკ ატამბაევმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა რეგიონში არსებული ვითარებაც განიხილეს და ყურადღება ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილეს.

"საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და, შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების გაფორმება საქართველოს მეგობარ ქვეყნებსაც ახალ შესაძლებობებს უხსნის ევროპის ბაზარზე გასვლის თვალსაზრისით. ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრისას ყირგიზი კოლეგა საქართველოში მოიწვია. ალმაზბეკ ატამბაევმა სიამოვნებით მიიღო გიორგი მარგველაშვილის მიწვევა და აღნიშნა, რომ აუცილებლად ესტუმრება საქართველოს", - აღნიშნავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები