დავოსის ეკონომიკური ფორუმი

გიორგი მარგველაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიიწვიეს

facebook.com/Margvelashvili

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში ყოველწლიურ ფორუმზე მიიწვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მარგველაშვილის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტმა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ბატონმა შვაბმა საქართველოს პრეზიდენტს გადასცა თხოვნა, რომ დაესწროს დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლეს დონეზე უნდა წარმოაჩინოს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების უპირატესობა", - განაცხადა აბაშიშვილმა.

შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება. წელს რიგით 44-ე ფორუმში მონაწილეობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო დელეგაციამ მიიღო, ხოლო 2013 წელს - ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები