NATO-ს ახალი გენერალური მდივანი

NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი იკავებს

nato.int

ნორვეგიის ყოფილი პრემიერი იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობას ოთხშაბათს, 1-ლი ოქტომბრიდან ოფიციალურად შეუდგება და ჩრდილოალტანტიკურ საბჭოში პირველ შეხვედრას დღესვე გამართავს.

ანდერს ფოგ რასმუსენის ვადა გენერალური მდივნის პოსტზე 5-წლიანი მუშაობის შემდეგ სამშაბათს, 30 სექტემბერს ამოიწურა.

იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2000-2001 და 2005-2013 წლებში იკავებდა.


კომენტარები