სანდრო ბრეგაძე

სანდრო ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დანიშნეს

KVIRA.GE

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე გახდა. ის დღეს მინისტრმა გელა დუმბაძემ წარადგინა. ბრეგაძე აქამდე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

სანდრო ბრეგაძის პოლიტიკური კარიერა ბათუმში ასლან აბაშიძესთან იწყება. ის პარტია აღორძინების ახალგაზრდულ ფრთაში მუშაობდა. შემდეგში კი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატიც გახდა .

ასლან აბაშიძის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, ბრეგაძე კონსტანტინე გამსახურდიას პარტია თავისუფლებაში იყო, საიდანაც  პროტესტის ნიშნად წამოვიდა.

სანდრო ბრეგაძე ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა.

კომენტარები