ზოგადი განათლება

ზოგადი განათლების შესახებ კანონს პარლამენტმა კენჭი არ უყარა

ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი არ უყარა. მასწავლებლებთან და დირექტორებთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის შემდეგ პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი, მანამდე კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანონპროექტი რედაქტირებისთვის გადაეგზავნა.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბუნდოვანია მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის არსი.

ცნობილია, რომ რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების ფრაქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივას არსებული სახით მხარს არ დაუჭერს. 

კომენტარები