გაეროს ანგარიში ISIS-ის შესახებ

ISIS-ის ქმედებები შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს

0 კომენტარი
ფოტო: nydailynews.com

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედროები ერაყში მასობრივად აწამებდნენ, ძალადობდნენ მოტაცებულ გოგოებზე და მეომრებად ბავშვებს იყენებდნენ, რაც ითვლება ომის დანაშაულებებად და სასამართლოს წესით დევნას ითვალისწინებს - ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია საუბარი. 

ანგარიში 500 ინტერვიუს ეყრდნობა, რომლებშიც დეტალურადაა განხილული ექსტრემისტების მიერ ერაყელი პოლიციელების, სამხედროებისა და ჟურნალისტების მოკვლისა და წამების ინფორმაცია. ისლამისტმა მეომრებმა ქრისტიანების, იეზიდებისა და შიიტი მუსლიმების მიმართ ადამიანის უფლებები უხეშად დაარღვიეს.

გაეროს ანგარიში ერაყის მთავრობის მხრიდან სუნიტ მუსლიმთა სოფლების საჰაერო დაბომბვასაც ეხმიანება. ანგარიშის ცნობებით, 9 თვის განმავლობაში მინიმუმ 9, 347 მშვიდობობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 17, 386 დაიჭრა, 2 მილიონამდე ერაყელმა კი საკუთარი სახლები დატოვა. 

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ზაიდ ალ-ჰუსეინის განმარტებით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და მასთან ასოცირებული შეიარაღებული დაჯგუფებების ქმედებები შესაძლოა ომის დანაშაულებად ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ჩაითვალოს.

ანგარიშის მიხედვით, აგვისტოს თვეში ისლამისტმა ექსტრემისტებმა ერაყის ნინევიის რეგიონიდან 450-500-მდე ქალი მოიტაცეს, რომელთაგან 150 არასრულწლოვანი  და გაუთხოვარი გოგო იეზიდთა და ქრისტიანთა თემს ეკუთვნოდა. მათი ძირითადი ნაწილი სირიაში გადაიყვანეს, სადაც ჯილდოს სახით ისლამისტ მეომრებს გადასცეს, ან სექსუალურ მონებად გაყიდეს.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დანაშაულებების შესახებ 29-გვერდიანი ანგარიში გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტმა და გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიამ გამოაქვეყნეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები