კრიმინალი

ზუგდიდში მოხუცი ცოლ-ქმარი ყაჩაღობის მიზნით აწამეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმარი აწამეს. თავდასხმა ყაჩაღობის მიზნით მოხდა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გვიან ღამით ოთხი ნიღბიანი შეიარაღებული პირი გოგილავების სახლში ფანჯრიდან შევიდა. მათ მოხუცები გააღვიძეს, გაკოჭეს, პირი აუკრეს და აწამეს. წაღებულია 200 ლარამდე თანხა.

მძიმედ დაშავებული 80 წლის ლარისა ოკუჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

ადგილზე დილიდან მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

კომენტარები