ქართული ოცნება

წულუკიანი: არ მჭირდება ევროსაბჭოს რეკომენდაცია, ისედაც ვიცი

ყოფილ მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის რეზოლუციიდან - მე არ ვთვლი, რომ რაიმე ტიპის რეკომენდაცია არის გასათვალისწინებელი. რეკომენდაცია არის ერთადერთი - სასამართლო პროცესები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ. ამისთვის მე არ მჭირდება ევროსაბჭოს რეკომენდაცია, მე ეს ისედაც ვიცი -  განმარტა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს რეზოლუციისადმი საკუთარი დამოკიდებულება. 

წულუკიანმა ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების ერთერთი საფუძველი ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობაც იყო. 

ჩვენ საზღვარგარეთ ფრონტი ისე დაკავებული არ გვაქვს, როგორც ეს ნაციონალებს ჰქონდათ ან ამჟამად აქვთ. ეს უნდა გამოსწორდეს. ამაზე მინისტრები, მთავრობა და პრემიერიც მუშაობენ - ამბობს წულუკიანი. 

წულუკიანს მიაჩნია, რომ უგულავასა და კეზერაშვილის საქმეზე ევროსაბჭოს რეზოლუციის მტკიცებულებად დართვა მოსმართლის გადაწყვეტილებაა, თუმცა ის ვერ ხედავს ამის მიზეზს. 

"მოსამართლე იმის მოსამართლეა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე იმას დაურთავს, რასაც მიიჩნევს საჭიროდ, მაგრამ მე ვერ ვხვდები რა არის ან დართვის მიზანი, ან არ დართვიდან გამომდინარე დადებითი ან უარყოფითი შედეგი. მიიტანა მხარემ რეზოლუცია და დაურთო მოსამართლემ საქმეს. იმიტომ, რომ ჩათვალა, რომ მას ეს შეუძლია არავინ ამისთვის მას არ გაკიცხავს; მაგრამ ის მხარე, რომელმაც ეს მოითხოვა, ალბათ თვითონ იცის, თუ არა და ალბათ კომპეტენციაში მოიკოჭლებენ, რომ ეს რეზოლუცია გინდ ყოფილა გინდ არა სისხლის სამართლის საქმეში, იმიტომ რომ ის არც მოცემული პირების დანაშაულს ამტკიცებს და არც უდანაშაულობას. მათ მოუწევთ ნამდვილი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ამტკიცონ, რომ არიან უდანაშაულოები, ხოლო პროკურატურა შეეცდება დაამტკიცოს, რომ ისინი დამნაშავეები არიან." - განმარტავს წულუკიანი. 

კომენტარები