ქალებზე ძალადობა

ქმრის ნათესავების მიერ ნაცემმა ქალმა თავი მოიკლა

დაახლოებით ერთი თვის წინ საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოს ნაწილში, ლამბალოში 30 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი ქმრის ნათესავების მიერ მისი ღალატში დადანაშაულება და ცემა გახდა. 

გარდაცვლილის მეუღლე ყვება, რომ ის მთაში იყო, როდესაც ხანუმ ჯეირანოვამ მას დაურეკა და ცემის შესახებ უამბო. 

ქმრის ნათესავების მიერ ხანუმ ჯეირანოვას ცემის ფაქტს სოფლის მცხოვრებლებიც ადასტურებენ. ისინი ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიცია არ გამოცხადებულა. გარდაცვლილის ქმრის ნათესავების შეჩერება არც თვითმხილველებს უცდიათ.

კომენტარები