კრიზისი უკრაინაში

უკრაინის ხელისუფლება: რუსი სამხედროები საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ

უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ. ეროვნული უშიშროების საბჭოს ცნობით, რუსეთის ჯარები საველე ბანაკებს შლიან და პოზიციებს ტოვებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გეგმიური მანევრები როსტოვის ოლქში დასრულებულია და ნაწილების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნება დაიწყო. ამავე დროს, კიევში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გაწვრთნილი დაქირავებულების ახალი ნაკადი, ასევე საბრძოლო მასალებით დატვირთული კოლონები შევიდა.

პარალელურად, პრორუსი ტერორისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისევ არღვევენ. 24 საათის განმავლობაში მათ უკრაინულ ძალებს ცეცხლი 50-ჯერ გაუხსნეს. მხოლოდ დონეცკის აეროპორტზე შეტევა 4-ჯერ განხორციელდა. დღისით სეპარატისტებმა ცეცხლი მარიუპოლის მახლობლადაც გახსნეს. ტერორტები გრადის ტიპის დანადგარებს და ნაღმმტყორცნებს იყენებენ. უკრაინელი სამხედროები მხოლოდ საპასუხო ცეცხლს ხსნიდნენ.

პრორუს ტერორისტთა ერთ-ერთი ლიდერზე პაველ გუბარევზე თავდასხმა მოხდა. მის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მანქანა ბოძს შეეჯახა. გუბარევი, რომელიც ავარიის შედეგად დაშავდა, როსტოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სეპარატისტები ამ თავდასხმის მიზეზებზე კომენტარებს არ აკეთებენ. 

კომენტარები